Tuesday, May 5, 2015

სასწავლო პროექტი

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ბაქარი მეშველიანი
რაიონი
ლენტეხი
სკოლა
ხოფურის საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
სპორტი და ჯანმრთელობა
თემის შინაარსი
·         ჩააბას მოსწავლე ფიზიკურ აქტივობებში და ამ გზით შეუწყოს ხელი  მის ფიზიკურ განვითარებას;
·         გააცნობიერებინოს მას ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში;
·         გამოუმუშავოს მას ისეთი სამოქალაქო უნარ-ჩვევები, როგორებიცაა დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, პასუხისმგებლობა, კონსტრუქციული თანამშრომლობა, შემწყნარებლობა და სხვ.

საგანი
სპორტი
დონე/კლასი  
მე-9 საშუალო დონე
განხორციელების დროის ჩარჩო
3დღე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
სპ.IX.1. მოსწავლეს შეუძლია გათავისოს ჯანსაღი ცხოვრების წესი, როგორც ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და საზოგადოებაში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა.
სპ.IX.2. მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობა და დაეუფლოს რთული სიტუაციიდან გამოსვლის საშუალებებს.
სპ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია  მონაწილეობა მიიღოს სპორტულ აქტივობებში, რომლებიც აუმჯობესებს მის ჯანმრთელობას.


მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
1.     მოსწავლეები ეცნობიან, თუ რა კავშირია ფიზიკურ აქტივობას, ჯანმრთელობასა და ფიზიკურ განვითარებას შორის; ითავისებენ ჯანმრთელი ცხოვრების წესს; უვითარდებათ უსაფრთხოების დაცვის უნარ-ჩვევები.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
Ø  რა ადგილი უკავია სპორტს თქვენს ცხოვრებაში?
თემატური კითხვები
Ø  გვეხმარება თუ არა სპორტი ჯანხაღი ცხოვრების განვითარებაში?
Ø  რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩვენს ცხოვრებაში?
შინაარსობრივი კითხვები
Ø  უწყობს თუ არა ხელს სპორტი ჯანმრთელობას?
Ø  აუმჯობესებს თუ არა ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას?

No comments:

Post a Comment